ფასილიტაციის მასალა ეხმარება ბავშვებს დავალების შესრულებაში.გავეცანი ნიმუშებს.გავიგე როგორი დავალება შევურჩიო ნიჭიერ,სსსმ და არაქართულენოვან მოსწავლეებს.ჩავუტარებ გამოკითხვას მათი ინტერესის სფეროების დასადგენად. მოსწავლეებმა შეიძლება თვითონ შემოგვთავაზონ ალტერნატიური დავალებები,რომელიც ჩემი მიცემული დავალების ადეკვატურია. პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებს ვუმზადებ და ვთავაზობ დავალებებს სირთულის დონის მიხედვით,აუცილებლად ვითვალისწინებ მათ ინტერესებს.დიფერენცირებული დავალებების მიცემით მოსწავლეები მეტი ხალისით და მოტივაციით შეასრულებენ მიცემულ დავალებებს.
No comments:
Post a Comment