დავამთავრე ტრენინგი ,,პროექტებით სწავლება,,პროექტზე მუშაობა ჩემს მოსწავლეებს ძალიან მოეწონებათ.ისინი სხვადასხვა თემას გამოიკვლევენ,შეაგროვებენ კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად საჭირო ინფორმაციას.პროექტზე მუშაობის დროს მეცადინეობები განსხვავებულად უნდა დავგეგმო,რაც ძალიან მოეწონებათ,აუმაღლდებათ მოტივაცია,მეტად ჩაერთვებიან და დაინტერესდებიან ვინაიდან დავალებები შერჩეული იქნება მათი ინტერესის შესაბამისად და რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებული.პროექტებზე მუსაობა ასწავლით და გამოუმუშავებთ უნარ ჩვევებს, რაც მათ ზრდასრულ ასაკშიც გამოადგებათ, როგორიცაა დროის მართვა, დაგეგმვა და თვითშეფასება.მადლობა განათლების სამინისტროს საინტერესო სიხლეების მოწოდებისათვის.
არევაძე ირინა
Tuesday, July 14, 2015
Monday, July 13, 2015
Friday, July 10, 2015
ფასილიტაციის მასალა ეხმარება ბავშვებს დავალების შესრულებაში.გავეცანი ნიმუშებს.გავიგე როგორი დავალება შევურჩიო ნიჭიერ,სსსმ და არაქართულენოვან მოსწავლეებს.ჩავუტარებ გამოკითხვას მათი ინტერესის სფეროების დასადგენად. მოსწავლეებმა შეიძლება თვითონ შემოგვთავაზონ ალტერნატიური დავალებები,რომელიც ჩემი მიცემული დავალების ადეკვატურია. პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებს ვუმზადებ და ვთავაზობ დავალებებს სირთულის დონის მიხედვით,აუცილებლად ვითვალისწინებ მათ ინტერესებს.დიფერენცირებული დავალებების მიცემით მოსწავლეები მეტი ხალისით და მოტივაციით შეასრულებენ მიცემულ დავალებებს.
Wednesday, July 8, 2015
Monday, July 6, 2015
მეექვსე დღეს შევისწავლეთ თუ როგორ შექმნან მოსწავლეებმა ნამუშევრები(ფლეიერები,ბუკლეტები,კვლევის ცხრილები-,დიაგრამებით) პროექტისთვის,როგორ შექმნან ჩეკლისტები,სადაც ზუსტად გაწერონ შესასრულებელი დავალებები და მოახდინონ თვითშეფასება.ამასთან კვლევებით,მიღებული ცოდნით დაამყარონ კავშირი რეალურ ცხოვრებასთან.
Saturday, July 4, 2015
მეხუთე დღე-გავიგე რომ საავტორო უფლებების დაცვა აუცილებელია.რაც შექმნილია 1989 წლის შემდეგ დაცულია საავტორო უფლებებით.ჩვენს მიერ შექმნილი პროექტებიც დაცული იქნება საავტორო უფლებებით.პროექტებში ყველანაირი ინფორმაცია,ვიდეო და აუდიო მასალა შეგვიძლია გამოვიყენოთ , სწავლების მიზნებისათვის , მაგრამ აუცილებელია ავტორის მითითება,
უკუკავშირი შემოქმედებითი პროცესის აუცილებელი და მნიშვნელოვანი კომპონენტია.უკუკავშირის მიცემის ზოგადი წესია:აუცილებლად ყურადღებას ვამახვილებთ დადებითზე,ვსვამთ 3 შეკითხვას, უფრო ზუსტი ინფორმაციის მისაღებად,ვაკეთებთ ორ კომენტარს და ვაძლევთ ერთ რჩევას,
უკუკავშირი შემოქმედებითი პროცესის აუცილებელი და მნიშვნელოვანი კომპონენტია.უკუკავშირის მიცემის ზოგადი წესია:აუცილებლად ყურადღებას ვამახვილებთ დადებითზე,ვსვამთ 3 შეკითხვას, უფრო ზუსტი ინფორმაციის მისაღებად,ვაკეთებთ ორ კომენტარს და ვაძლევთ ერთ რჩევას,
Subscribe to:
Posts (Atom)